ძმები ბრაიანები დევისის თასს დაემშვიდობნენ

AutoSharing Option
ამერიკელმა ძმებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა დევისის თასზე კარიერის დასრულება გადაწყვიტეს. 38 წლის ჩოგბურთელები აშშ-ის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავდნენ და 2007 წელს, დევისის თასის მფლობელები გახდნენ.

"მე და მაიკი ოფიციალურად ვაცხადებთ დევისის თასზე გამოსვლის დასრულების შესახებ. 2007 წელს გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩვენს კარიერაში.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო ორი დიადი კაპიტნის ხელმძღვანელობით თამაში: პატრიკ მაკინროი და ჯიმ კურიე და მადლიერნი ვართ მათი მხარდაჭერისა და ნდობის, რასაც 14 წლის განმავლობაში ვგრძნობდით. აგრეთვე დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ნაკრების
მთელს პერსონალს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს", - დაწერა სოციალურ ქსელში ბობ ბრაიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული