ავსტრალიის ღია პირველობა: ახალი დანაკლისები

AutoSharing Option
კიდევ ორმა ჩოგბურთელმა თქვა უარი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშზე. "დიდი სლემის" პირველ ტურნირს გამოტოვებენ გერმანელი საბინ ლისიცკი და ამერიკელი კეტრინ ბეილესი.

ლისიცკის მხარის ტრავმა აწუხებს, ამერიკელს კი ბარძაყი აქვს დაზიანებული. უკვე ცნობილია, რომ ბეილესის ადგილს ძირითად ბადეში ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაიკავებს.

უფრო ადრე, ავსტრალიაში თამაშზე უარი თქვეს: მედისონ კისმა, პეტრა კვიტოვამ, ვიქტორია აზარენკამ და ანა-ლენა ფრიდზემმა.

რაც შეეხება კაცების ბადეს, გუშინ გაირკვა, რომ მელბურნში არ მიემგზავრება სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი. მას ბარძაყის ქრონიკული ტრავმა აქვს, რის გამოც შარშან მხოლოდ 40 მატჩი
ჩაატარა. სწორედ ამ მიზეზით ტოვებს ანდერსონი ავსტრალიის ღია პირველობას.

შეგახსენებთ, რომ კევინის გარდა, მამაკაცთა ბადეს დააკლდებიან ხუან მარტინ დელ პოტრო, ხუან მონაკო, სერგეი სტახოვსკი და რიკარდას ბერანკისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული