როგორც როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი

AutoSharing Option
29 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა შაბათს, დოჰას ტურნირის ფინალში დაამარცხა ბრიტანელი ენდი მარეი და კარიერაში 67-ე ტიტული მოიპოვა.

სერბმა ჩოგბურთელმა ამ ნიშნულს იმავე ასაკში მიაღწია, რომელშიც მისმა მთავარმა კარიერულმა მეტოქეებმა - როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფედერერმაც 67-ე ტიტული დოჰაში მოიგო: ეს მოხდა 2011 წელს, როცა შვეიცარიელმა ფინალში ნიკოლაი დავიდენკო დაამარცხა. რაც შეეხება ნადალს, მან 67-ე ტიტული 2015 წელს, ჰამბურგში მოიპოვა.

ამჟამად, ფედერერს 88 ტიტული აქვს, მაგრამ 2015 წლის ნოემბერის შემდეგ არაფერი მოუგია. ნადალის მონაგარია -
ATP-ის 69 ტიტული.

29 წლის ასაკში, ფედერერს "დიდი სლემის" 16 ტურნირი ჰქონდა მოგებული, ნადალს - 14. 30 წლის ასაკამდე ჯოკოვიჩს მხოლოდ 13 "სლემის" მოგება შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული