საქართველო VS სლოვაკეთი - დღეს ევროშესარჩევი იხსნება

AutoSharing Option
6 თებერვალს თბილისში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები A ჯგუფში სლოვაკეთთან, პორტუგალიასა და შვეიცარიასთან ერთად ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას სლოვაკეთთან "ოლიმპიკის" აუზზე, 18:45 საათზე გამართავს. მატჩზე დასწრება უფასოა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის შეხვედრებს თბილისი მასპინძლობს.

6 თებერვალი
პორტუგალია-შვეიცარია, საქართველო-სლოვაკეთი.

7 თებერვალი
სლოვაკეთი-პორტუგალია, საქართველო-შვეიცარია.

8 თებერვალი
შვეიცარია-სლოვაკეთი, საქართველო-პორტუგალია.

B ჯგუფი (მასპინძელი - პოლონეთი): რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი.
C ჯგუფი (ჰოლანდია): საფრანგეთი, მალტა, ჰოლანდია, ლატვია.
D ჯგუფი (თურქეთი): გერმანია, თურქეთი, ბელორუსი, ლიტვა.

მეორე რაუნდის მატჩები 9-11 ოქტომბერს გაიმართება რუსეთში, ისრაელში, საფრანგეთსა და მალტაში.

რომელი გუნდი სად მოხვდება, ეს პირველი შესარჩევი ტურნირის დამთავრების შემდეგ გაირკვევა. თბილისის ჯგუფში ფავორიტებად მასპინძლებსა და სლოვაკებს მიიჩნევენ.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ივან სტრუიჩი, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპიტანი), კონსტანტინე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, ანდრია ბითაძე, ნიკოლოზ შუბლაძე; მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეც მაინტერესებს
დათო
19:27 06-02-2015
0
ტელევიზიით არ გადმოსცემენ ???
მიშა63
17:44 06-02-2015
0

სიახლეები პოპულარული