რევაზ ჩომახიძე: სპორ­ტ­ში ვიქ­ნე­ბი თუ არა, ქარ­თულ წყალ­ბურთს ყო­ველ­თ­ვის და­ვეხ­მა­რე­ბი

AutoSharing Option
სადარბაზო ბარათი
რე­ვაზ ჩო­მა­ხი­ძე 1973 წელს და­ი­ბა­და. წყალ­ბურ­თის თა­მა­ში ქუ­თა­ის­ში და­იწყო გი­ორ­გი ქუ­თა­თე­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. 1989-1993 წლებ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" გა­მო­დი­ო­და. იყო "რა­რი ნან­ტე­სის" (იტა­ლია, 1993-1997), მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" (1997-2000), "პრო რე­კოს" (იტა­ლია, 2000-2001) ზაგ­რე­ბის (ხორ­ვა­ტე­თი) "მლა­დოს­ტის" (2001-2004) წევ­რი, 2004-დან 2009 წლამ­დე ჩე­ხო­ვოს (მოს­კო­ვის მიმ­დე­ბა­რე) "შტურ­მი 2002"-ში თა­მა­შობ­და. 1997 წელს რუ­სე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს. მომ­დევ­ნო წელს კე­თი­ლი ნე­ბის თა­მა­შებ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, 2000 წლის სიდ­ნე­ი­სა და 2004 წლის ათე­ნის ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ვერ­ცხ­ლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა, 2001 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე პრი­ზი­ორ­მა 2002 წელს
მსოფ­ლიო ლი­გის თა­მა­შე­ბი და მსოფ­ლი­ოს თა­სი მო­ი­გო. რუ­სე­თის მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ონ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ორ­ჯერ მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. 2003 წელს კონ­ტი­ნენ­ტის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ აღი­ა­რეს. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მოს­კო­ვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია.

* * *
დღეს "ლე­ლოს" სტუ­მა­რია ლეგენდარული ქარ­თ­ვე­ლი წყალ­ბურ­თე­ლი, სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი რე­ვაზ ჩო­მა­ხი­ძე.

- ცურ­ვა ხუ­თი წლი­სამ ვის­წავ­ლე სე­ვას­ტო­პოლ­ში ბე­ბი­ას­თან სტუმ­რო­ბი­სას. შინ რომ დავ­ბ­რუნ­დი, იმ წე­ლი­წადს მა­მა ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ და მთე­ლი ოჯა­ხი რი­ო­ნის­პი­რა ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. იქ და­ვიწყე წყალ­ბურ­თ­ში ვარ­ჯი­ში გი­ორ­გი ქუ­თა­თე­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ო­ბით.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი მას შემ­დეგ გავ­ხ­დი, რაც თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" ჩა­ვი­რიცხე. სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნატ­ში თა­მა­შიც მო­ვას­წა­რი, მხო­ლოდ ბო­ლო სე­ზონ­ში, რად­გან მე­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა.

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ერ­თ­მა ბედ­ნი­ერ­მა შემ­თხ­ვე­ვამ შე­მიწყო ხე­ლი: - თუ არ ვცდე­ბი, 1992 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე თა­მა­შის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, რაც მა­შინ უნი­კა­ლუ­რი შე­დე­გი იყო. იმ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გავ­ხ­დი. იტა­ლი­ე­ლებ­მა ფლო­რენ­ცი­ა­ში მი­მიწ­ვი­ეს.

19 წლის ვი­ყა­ვი, თა­მა­ში მინ­დო­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი არა­ვი­თა­რი პერ­ს­პექ­ტი­ვა არ იყო, ამი­ტომ იტა­ლი­ას მი­ვა­შუ­რე. მარ­თა­ლია, თა­ვი­დან უცხო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ თან­და­თან ყვე­ლა­ფერს მი­ვეჩ­ვიე და სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რაც აეწყო.

- რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში რო­გორ მოხ­ვ­დით?
- მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნო­ბა და ერ­თხელ თა­სი მო­ვი­პო­ვე, ერ­თხელ ევ­რო­პის თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ზე გა­ვი­მარ­ჯ­ვე. მა­შინ შე­მომ­თა­ვა­ზეს რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. რად­გა­ნაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნაკ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შან­სი არ იყო, უცხო ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მოს­ვ­ლას დავ­ყა­ბულ­დი.

2000-2004 წლე­ბი ჩემს კა­რი­ე­რა­ში მარ­თ­ლაც "ოქ­როს ხა­ნა" იყო, რად­გან ამ ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტი­ტუ­ლი მო­ვიხ­ვე­ჭე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო ის იყო, რომ 2003 წელს ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო წყალ­ბურ­თე­ლად მა­ღი­ა­რეს.

- უცხო­ეთ­ში დი­დი ხნის ხე­ტი­ა­ლის შემ­დეგ ოც­ნე­ბაც აიხ­დი­ნეთ - 2009 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შეთ...
- გა­რე­მო­ე­ბამ მა­ი­ძუ­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა, თო­რემ არას­დ­როს მი­ფიქ­რია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უცხო­ეთ­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. შან­სი მო­მე­ცა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარს რო­გორ ვიტყო­დი. 2009 წელს ლუ­გა­ნო­ში (შვე­ი­ცა­რია) წყალ­ბურ­თელ­თა ევ­რო­პის B ჩემ­პი­ო­ნატ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით ვი­ას­პა­რე­ზე, შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე ტურ­ნირ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

Sportall.Geსამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად დამ­ნიშ­ნეს. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ფე­დე­რა­ცი­ა­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო და დღემ­დე ასე­თად რჩე­ბა. ბო­ლო ორი წე­ლი წა­დია, ორ-ორ ასაკ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბებს ვა­ტა­რებთ, ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. 19-წლი­ან­თა გუნ­დი შარ­შან­წინ ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზეც გა­ვი­და.

ახალ­გაზ­რ­დებ­თან სამ­წ­ლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბით იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ რამ­დე­ნი­მე წყალ­ბურ­თე­ლი ეროვ­ნულ გუნ­დ­ში მი­იწ­ვი­ეს. ახ­ლა მთა­ვა­რია, ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დეს, რა­თა 14-16-18-წლი­ან­თა ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბი­დან ღირ­სე­უ­ლი ცვლა წა­მო­ვი­დეს. ფე­დე­რა­ცი­ის დიდ­მა მცდე­ლო­ბამ ის შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რომ დღეს წყალ­ბურ­თ­ში 1200-მდე მო­ზარ­დი ვარ­ჯი­შობს.

- მათ მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­თა­ნა­დო ბა­ზე­ბი და პი­რო­ბე­ბი თუ არ­სე­ბობს?
- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცო­ტა აუზი გვაქვს, თა­ნაც ყვე­ლა მათ­გა­ნი რო­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, წყალ­ბურ­თის ჯგუ­ფე­ბი ჰყავ­დეს. ზო­გან პი­რო­ბე­ბიც ქმნის პრობ­ლე­მებს. წყალ­ბურ­თი ვერ არის ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­გორც ფეხ­ბურ­თი, ჭი­და­ო­ბა ან ძი­უ­დო. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ აბო­ნე­მენ­ტე­ბი ძვი­რია - ყვე­ლას რო­დი აქვს 30-60 ლა­რის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბა­თუ­მი­სა და ქუ­თა­ი­სის მცი­რე აუზე­ბი მსურ­ვე­ლებს ვერ იტევს. სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტი, რომ საჩხე­რის აუზ­ში დღეს 120-მდე ნორ­ჩი წყალ­ბურ­თე­ლი ვარ­ჯი­შობს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბა­შიც იას­პა­რე­ზეს. რუს­თა­ვის გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი აუზი კა­პი­ტა­ლუ­რად გა­რე­მონ­ტ­და და ჩად­გა მწყობ­რ­ში, სა­დაც წყალ­ბურ­თის სკო­ლამ ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­იწყო. ასე რომ, გა­ი­სად სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბეზ­ზე სამ ასაკ­ში 8-10 გუნ­დის გა­მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა ეს არ არის ზღვა­რი.

- თქვენ საჩხე­რის აუზი ახ­სე­ნეთ. გვსმე­ნია, რომ იქ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი იყო...
- ეს 25-მეტ­რი­ა­ნი აუზი "ქარ­თუ ფონ­დ­მა" გახ­ს­ნა, რო­მე­ლიც მე­რე მთლი­ა­ნად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბა­ლან­ს­ზე გა­და­ვი­და. აბო­ნე­მენ­ტე­ბიც ძვი­რი იყო. ალ­ბათ, იცით, რომ "ლა­გუ­ნა ვე­რე­ზე" "ქარ­თუ ფონ­დის" და­ფი­ნან­სე­ბით საწყ­ლოს­ნო კლუ­ბი "ივე­რია" და­ფუძ­ნ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­მოდ­გა. სწო­რედ, აქა­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ საჩხე­რე­ში, სა­დაც დღეს, რო­გორც გითხა­რით, 120 ბავ­შ­ვი ვარ­ჯი­შობს წყალ­ბურ­თ­ში, გა­ი­სად სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბა­ზე ორი გუნ­დის გა­მოყ­ვა­ნას აპი­რე­ბენ.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ქარ­თულ წყალ­ბურთს მო­მა­ვა­ლი აქვს?
- აუცი­ლებ­ლად. სა­ი­მი­სოდ, რომ სპორ­ტის ესა თუ ის სა­ხე­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, აუცი­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში მას ტრა­დი­ცია ჰქონ­დეს. ამ მხრივ, მარ­თ­ლაც მდიდ­რე­ბი ვართ. მშობ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­საც ვგრძნობთ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქ­მის 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალ­ბურ­თი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო თან­ხა იხარ­ჯე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ენ­თუ­ზი­აზ­მის დო­ნე­ზე შე­ნარ­ჩუნ­და იგი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­და­დე­ბით. ამ­ჟა­მად უკ­ვე 1200-მდე მო­ზარ­დი ვარ­ჯი­შობს.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პა­ში რე­ი­ტინ­გით მე­თოთხ­მე­ტე-მეთ­ვ­რა­მე­ტე ად­გი­ლებს ინა­წი­ლებს. ასე რომ ბო­ლო სამ­წ­ლი­ან­მა მუ­შა­ო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. თუ მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად მო­ვა.

- თქვენ ტრა­დი­ცია და ხელ­შეწყო­ბა ახ­სე­ნეთ. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი, ალ­ბათ, საწყ­ლოს­ნო სა­ხე­ო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის არ­ჩე­ვა­საც უკავ­შირ­დე­ბა. ყრი­ლო­ბა­ზე თქვენც იყ­რი­დით კენჭს.
- ჩე­მი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ თვის ბო­ლოს მთავ­რ­დე­ბა, მაგ­რამ მის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე, არა მგო­ნია, ფე­დე­რა­ცი­ის ახალ მეს­ვე­უ­რებ­თან გარ­თუ­ლე­ბა მექ­ნას, რად­გან ბევრ მათ­გან­თან დი­დი ხნის მე­გობ­რო­ბა თუ ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს, ზო­გი­ერ­თ­თან ერთ გუნ­დ­ში მი­თა­მა­შია კი­დეც. სა­თა­ვე­ში ამ­ჯე­რა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­საც გუ­ლით უნ­და საწყ­ლოს­ნო სა­ხე­ო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

- რე­ვაზ ჩო­მა­ხი­ძეს არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხით გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი კა­ცის პო­ზი­ცია ხომ არ უჭი­რავს?
- აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რიცხუ­ლია. ვის გა­ვე­ბუ­ტო? იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თა­ნაც, რო­გორც გითხა­რით, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნი თუ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. მე­რე რა, რომ ჩე­მი პროგ­რა­მა და საწყ­ლოს­ნო სა­ხე­ო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჩე­მე­უ­ლი ხედ­ვა მქონ­და. ვინც უნ­და იყოს ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ყვე­ლას­თან ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებ.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, სპორ­ტ­ში ვიქ­ნე­ბი თუ არა, ქარ­თულ წყალ­ბურთს ყო­ველ­თ­ვის და­ვეხ­მა­რე­ბი - გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა ეს თუ ევ­რო­პის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და ტექ­ნი­კუ­რი კო­მი­ტე­ტის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ნაც­ნო­ბო­ბა-მე­გობ­რო­ბით წყალ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის თა­ნად­გო­მა. ცხა­დია, თუ ამას სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ.

- პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში "ლი­გა­მუ­სი-თბი­ლი­სის" წყალ­ბურ­თელ­თა კლუ­ბი, რომ­ლის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ბრძან­დე­ბით, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ას­პა­რე­ზობს, სა­დაც დღემ­დე ყვე­ლა მატ­ჩი წა­ა­გო. გუნ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, რამ­დე­ნი­მე უცხო­ე­ლის და­მა­ტე­ბა ხომ არ აჯო­ბებ­და?
- თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენ­თ­ვის ამ ეტა­ზე მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად იყო აუცი­ლე­ბე­ლი. უნ­და გა­ვი­გოთ, რა ძა­ლე­ბი გვყავს, რა გვჭირ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ და ამის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, რამ­დე­ნი თან­ხა დავ­ხარ­ჯოთ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­სა­ოს­ტა­ტებ­ლად და უცხო­ელ­თა მო­საწ­ვე­ვად რამ­დე­ნი დავ­ხარ­ჯოთ.

იმის თქმა მინ­და, რომ გა­ვი­გოთ, ევ­რო­პულ დო­ნეს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით თუ არა და მე­რე მი­ვი­ღოთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი.

Sportall.Geცხა­დია, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და, 4-5 უცხო­ე­ლის ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბა, მით უმე­ტეს, რომ რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შეს უკ­ვე აქვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

შე­საძ­ლოა, სპორ­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბით, ეს უმ­ჯო­ბე­სი ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ოდ­ნავ უკე­თე­სი სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ეს ამინდს მა­ინც ვერ შეც­ვ­ლი­და და გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა იქ­ნე­ბო­და, რად­გან ში­და რე­სურ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვერ გა­ვი­გებ­დით. ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ბო­ლოს კი ნა­თე­ლი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა.

წლე­ვან­დელ გა­თა­მა­შე­ბა­ში თა­ვი­დან­ვე ორი მო­გე­ბა დავ­გეგ­მეთ. ჰო­ლან­დი­ის "შუ­ურ­მან­სა" და გერ­მა­ნი­ის "ვას­პო-98"-ს შინ ვე­თა­მა­შე­ბით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, ორი­ვეს­თან სტუმ­რად და­მარ­ცხე­ბის­თ­ვის რე­ვან­ში ავი­ღოთ. შან­სი გვაქვს და უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- 2015 წელს თბი­ლი­სი ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დო­ბის ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალს უმას­პინ­ძ­ლებს. თქვენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ბრძან­დე­ბით. ახალ­გაზ­რ­დო­ბის ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის მზა­დე­ბის შე­სა­ხებ რას იტყ­ვით?
- კონ­კ­რე­ტუ­ლად ევ­რო­პის ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან და მის ინ­ს­პექ­ტო­რებ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, მუდ­მი­ვად ვცვლით ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ექვს თვე­ში ერ­თხელ ჩა­მო­დი­ან ინ­ს­პექ­ტო­რე­ბი და მზა­დე­ბის პრო­ცესს ამოწ­მე­ბენ. მათ­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს სამ­წ­ლი­ა­ნი ეტა­პობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა.

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გეგ­მას ვუს­წ­რებთ. იან­ვ­რი­დან და­იწყე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბა ბა­ზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ახა­ლი კომ­პ­ლექ­სის ასა­შე­ნებ­ლად.

იმე­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ხელს არ შეგ­ვიშ­ლის და ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალს ისე ვუ­მას­პინ­ძ­ლებთ, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკად­რე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული