ამერიკული ფეხბურთის გუნდის ფანებმა ხმაურში რეკორდი დაამყარეს

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის კლუბის - "კანზას-სიტი ჩიფსის" გულშემატკივრებმა სტადიონზე ფანების ხმაურში მსოფლიოს რეკორდი დაამყარეს.

რეკორდი ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) 13 ოქტომბრის მატჩში დამყარდა, რომელშიც "კანზას-სიტიმ" 24:7 დაამარცხა "ოკლენდ რეიდერსი". როგორც სააგენტო AP იუწყება, სტადიონზე ხმაურის დონე 137.5 დეციბალს შეადგენდა.

წინა რეკორდი (136.6 დეციბალი) ეკუთვნოდათ "სიეტლ სიხოქსის" გულშემატკივრებს და ის დამყარებული იყო "სან ფრანცისკო ფორტი ნაინერსთან" მატჩში. "კანზას-სიტის" რეკორდს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანენ. შედარებისთვის, 140 დეციბალის ტოლფას ხმას გამოსცემს რეაქტიული თვითმფრინავი აფრენის მომენტში.

მატჩის შემდეგ "ოკლენდის" ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ თამაშის დროს ერთმანეთის
არ ესმოდათ. შეხვედრის მსვლელობისას ოკლენდელებმა 11 ჯარიმა მიიღეს ფალსტარტებისა და თამაშის შეჩერების გამო. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ მოთამაშეებს ერთმანეთის არ ესმოდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული