ფეხბურთელის თვითმკვლელობა კოლორადოში

AutoSharing Option

 

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) კლუბ "დენვერ ბრონკოსის" მოთამაშე კენი მაკინლი საკუთარ სახლში (ქალაქი არაპაჰოუ ქანთრი, კოლორადოს შტატი) მკვდარი იპოვნეს. წინასწარი ვერსიით, ფეხბურთელმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, თუმცა გამოძიება გრძელდება.

"დენვერმა" მაკინლი 2009 წელს დრაფტზე აიყვანა. გასულ წელს მას ბევრი გაუცდა მუხლის ტრავმის გამო. წელსაც "ბრონკოსის" დამრიგებელმა მაკინლი ტრავმირებულთა სიაში შეიყვანა.

"კენის დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მაკინლი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო, რომლის ღიმილს შეეძლო მთელი გასახდელი გაენათებინა, - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯოშ მაკდანიელსი. - ჩვენი გუნდისთვის

ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია".

"დენვერმა" ბოლო ოთხ წელიწადში მესამე მოთამაშე დაკარგა. 2007 წლის პირველ იანვარს დარენტ უილიამსი ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს, ერთი თვის შემდეგ კი დამიენ ნეში მოულოდნელად გარდაიცვალა კალათბურთის თამაშის დროს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული