ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ექვსი მოგება ოთხი მარცხის წილ

AutoSharing Option
30 ოქტომბერს სტარტი აიღო ხელბურთელ ვაჟთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევმა რაუნდმა.

ბებერი კონტინენტის 20 ქვეყნის წარმომადგენლები პლეი ოფის 5 საგზურის მოსაპოვებლად 5 ევროპულ ჯგუფში არიან განთესილნი.

ასპარეზობის სტარტზე მასპინძლებმა ექვსი გამარჯვება მოიპოვეს ოთხი მარცხის წილ. პირველ ჯგუფში, როგორც გაუწყეთ, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ლიტვასთან წააგო - 17:23 (7:12), ფინელებმა შინ თურქებს სძლიეს - 26:20 (15:12). დანარჩენ ჯგუფებში პირველი ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა:

#2 ჯგუფი. სლოვაკეთი-კვიპროსი 35:14 (16:5), იტალია-რუმინეთი 22:23 (9:11).
#3 ჯგუფი. ლუქსემბურგი-უკრაინა 34:38 (16:20), სლოვენია-შვეიცარია 33:30 (18:13).
#4 ჯგუფი.
ჰოლანდია-საბერძნეთი 25:20 (12:10), ბელგია-ისრაელი 29:27 (17:14).
#5 ჯგუფი. პორტუგალია-ლატვია 26:29 (9:13), ესტონეთი-ბოსნია 26:29 (13:18).

თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში მხოლოდ გამარჯვებული გავა. მათ დაემატება საუკეთესო რეიტინგის მქონე გერმანია, ასევე, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის 16 მონაწილიდან (ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელორუსი, ჩერნოგორია) 12 გუნდი (მსოფლიოს ჩემპიონების - ესპანელებისა და ევროპის ჩემპიონატის მედალოსნების გარდა, რომლებიც იანვარშივე დაიბევებენ ფინალური ეტაპის საგზურებს).

სწორედ, ეს 18 გუნდი პლეი ოფში 9 საგზურისთვის იბრძოლებს.

შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები 3 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში ფინეთს შეხვდება, თურქეთი კი ლიტვას უმასპინძლებს. დანარჩენი ორთაბრძოლები ნაახალწლევს ჩატარდება:
2 იანვარი. ფინეთი-ლიტვა, თურქეთი-საქართველო
4-5 იანვარი. ლიტვა-ფინეთი, საქართველო-თურქეთი
8-9 იანვარი. საქართველო-ლიტვა, თურქეთი-ფინეთი
11-12 იანვარი. ლიტვა-თურქეთი, ფინეთი-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული