პირველი ეტაპი დასრულდა

AutoSharing Option
გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში გუშინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, აგრარული უნივერსიტეტისა და "თბილისის" გაერთიანებულმა გუნდმა ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგო და პირველი ეტაპი ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაასრულა.

კარგი შთაბეჭდილება დატოვეს "ქარიშხალამ" და "ქუთაისმა", რომლებიც საპრიზო სამეულში მოხვედრაზე საფუძვლიან პრეტენზიას აცხადებენ. თუმცა საამისო შანსი თსუ-სა და "ბათუმსაც" აქვთ. ერთადერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი გორის უნივერსიტეტის გუნდია.

თავიდან ითქვა, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპი თელავში გაიმართებოდა, მაგრამ გეგმა შეიცვალა და გუნდები 18 ნოემბრიდან კვლავ გლდანში შეიკრიბებიან.

ქუთაისი-თსუ 44:36
ბათუმი-სსაუ/თბილისი 32:46
გორი-ქარიშხალა 29:43

თსუ-გორი 50:37
ბათუმი-ქარიშხალა 38:35
სსაუ/თბილისი-ქუთაისი 58:39

1. სსაუ/თბილისი 5 5 0 0 10
2. ქარიშხალა 5 3 0 2 6
3. ქუთაისი 5 3 0 2 6
4. თსუ 5 2 0 3 4
5. ბათუმი 5 2 0 3 4
6. გორი 4 0 0 4 0



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული