"პელისტერში" ჩემპიონობას უმიზნებს

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წამყვანმა მოთამაშე რევაზ ჭანტურიამ სპორტული კარიერა თბილისის "შევარდენში" დაიწყო და მასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა.

2004 წელს ზაპოროჟიეში გადავიდა სათამაშოდ, საიდანაც სკოპიეს "მეტალურგში" მიიწვიეს. თანაკლუბელებთან ერთად ორჯერ მაკედონიის ჩემპიონი გახდა და ამდენჯერვე ქვეყნის თასს დაეუფლა.

შარშან ცნობილ კლუბ "ვარდარის" შემადგენლობაში ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე მეორე ადგილებით დაკმაყოფილდა. 2011 წლის სექტემბრიდან რეზო ჭანტურია ბიტოლას "პელისტერის" ღირსებას იცავს.

მაკედონიის 10-გუნდიან ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ პელისტერელები 24 ქულით პირველ ადგილზე არიან. 75 გატანილი გოლით ქართველი ხელბურთელი ბომბარდირთა სამეულშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული