ილიაუნი ისევ მეწინავეობს

AutoSharing Option
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით ორგანიზებული "უნივერსიადა 2011"-ის პროგრამით გამართულ ღონისძიებათა სიას ხელბურთელ ვაჟთა პაექრობაც შეემატა. შეჯიბრებაში, რომელსაც სტუ-ს დარბაზმა უმასპინძლა, რვა გუნდი მონაწილეობდა.

ქვეჯგუფებში გამართული წრიული შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აგრარული უნივერსიტეტის ხელბურთელებს სძლიეს (41:19), გორის უნივერსიტეტმა კი "საქართველოს" აჯობა - 32:28. სტუ-მ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გორელებიც დაამარცხა 42:13 და ოქროს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტის ხელბურთელები გავიდნენ. გამარჯვებულები და პრიზიორები სპორტის მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკა ამაშუკელმა დააჯილდოვეს.

დღევანდელი მაჩვენებლებით
საერთო გუნდურ ჩათვლაში ისევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეწინავეობს - 14 ოქრო, 11 ვერცხლი, 14 ბრინჯაო, მეორე ადგილზეა სტუ (13, 14, 13), მესამეზე - აგრარული უნივერსიტეტი (10, 12, 20).
უნივერსიადის დამთავრებამდე პაექრობები ძალისმიერ სამჭიდში, ტაეკვანდოში, გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული