ფინალში ჯერ არავინ გასულა

AutoSharing Option
სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გუშინ "ბაქსვუდის თასის" მეორე ტურის მატჩები გაიმართა. დაძაბული გამოდგა პირველი შეხვედრა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფავორიტი ”ბათუმი" ხუთ სეტში დაამარცხა - 25:19, 15:25, 25:23, 17:25, 15:11. მეორე მატჩში კი ბაქსვუდის სკოლის გუნდმა სამედიცინო უნივერსიტეტს იოლად სძლია - 25:13, 25:11, 25:6.

დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია, რომელიც ფინალისტებს გამოავლენს. ჯერჯერობით გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა არავის დაუბევებია, მაგრამ ბათუმს ალბათ თსუ-ს დამარცხება არ გაუჭირდება. ბაქსვუდს კი ფინალში გასასვლელად თსუ-სთან მინიმუმ 3:1 მოგება სჭირდება. დღევანდელი ტური სწორედ ამ შეხვედრით
გაიხსნება.

ხვალ ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეხვდებიან ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ადგილოსნები, რის შემდეგაც ორი საუკეთესო ფინალში დაუპირისპირდება ერთმანეთს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული