ჰააგას დავემშვიდობეთ

AutoSharing Option
ჰააგაში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი ქართულმა წყვილებმა უკვე დაასრულეს. შეჯიბრების მეორე დღეს ქალთა დუეტმა საქა-რთველომ ორი მატჩიდან ორივე წააგო და მე-11 ადგილს დასჯერდა.

ჩვენმა ფრენბურთელებმა მესამე რაუნდში მე-13 ნომრად განთესილ ამერიკულ წყვილ აკერს-ტერნერთან წააგეს სამ სეტში - 21;19, 16:21, 7:15, მერე კი კარგად ნაცნობ ბერძნულ დუეტ ციარციანი-არვანითის დანებდნენ ნახევარსაათიან ბრძოლაში - 0:2 (14:21, 13:21).
ამრიგად, საქა-რთველო მე-11 ადგილზე გავიდა და 240 სარეიტინგო ქულა მიითვალა.

ვაჟთა შჯიბრებაში გეორ
-გიამ დამამშვიდებელ ეტაპზე მოულოდნელად წააგო ნაკლებად ცნობილ, 28-ე ნომრად განთესილ ავსტრალიურ წყვილ ბოემ-კაპასთან - 1:2 (21:17, 14:21, 9:15) და ტურნირს გამოეთიშა. ჩვენი ვაჟები 21-ე ადგილს დასჯერდნენ და 120 სარეიტინგო ქულა მიიღეს.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული