საქა-რთველო ფინეთში მეშვიდეა

AutoSharing Option
ფინეთის ქალაქ ალანდში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა. ტურნირის მესამე დღის პირველ შეხვედრაში ჩვენმა ქალებმა მე-18 ნომრად განთესილ იტალიურ წყვილ ჩიკოლარი-მენაგატის მოუგეს სამ სეტში 13:21, 21:15, 15:13, მერე კი ნაკლებად ცნობილ, 29-ე ნომრად განთესილ გერმანულ წყვილ კოლერ-სუდესთან წააგეს - 0:2 (17:21, 17:21)

ამრიგად, საქა-რთველომ მეშვიდე ადგილი და 300 სარეიტინგო ქულა იტგუნა.

ორი შეხვედრიდან ორივე მოიგო გეორ-გიამ. ჩვენმა ვაჟებმა ჯერ მე-13 ნომრად განთესილი რუსული დუეტი ბარსუკ-მარიშევი დაამარცხეს ორ სეტში - 21:18, 25;23. მერეს კი არანაკლებ
დაძაბულ ბრძოლაში მე-12 ნომრად განთესილ დანიურ წყვილს ჰოიერ-სოდერბერგს სძლიეს - 2:0 (21:15, 26:24)

დღეს გეორ-გია მე-8 ნომრად განთესილ ბრაზილიურ წყვილს ბენჟამინ-ბრუნოს დაუპირისპირდება.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული