საქა-რთველო ნორვეგიაში მეთოთხმეტეა

AutoSharing Option
ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსანდში მსოფლიო თასის მორიგ ეტაპზე საქა-რთველომ მე-14 ადგილი დაიკავა. ქალთა შეჯიბრების პირველი დღე ჩვენმა ფრენბურთელებმა, რომლებიც ტურნირზე მე-12 ნომრად იყვნენ განთესილნი, მარცხით დაიწყეს. საქა-რთველო 21-ე ნომრად განთესილ ჩინურ წყვილ იუან-იუესთან სამ სეტში დამარცხდა - 21:14, 19:21, 13:15.

მერე კი ჩვენმა ბრაზილიელებმა 28-ე ნომრად განთესილ მასპინძლებშ ბერგეტ-ჰანსენს მოუგეს - 21:5, 21:17.

ტურნირის მეორე დღეს საქა-რთველომ მე-11 ნომრად განთესილ მექსიკურ წყვილ, კანდელას-გარსიას მოუგო - 21:13, 25:23. თუმცა მერე უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა მე-14 ნომრად განთესილ კანადურ დუეტ მარტინ-ლაზარდთან - 31:33, 16:21.

საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, საქა-რთველო მე-14 ადგილზე გავიდა და 180 სარეიტინგო ქულა ერგო.

გუშინ ჩაება ვაჟთა შეჯიბრებაში გეორ-გია. ჩვენებმა, რომლებიც მე-17 ნომრად არიან განთესილი, პირველ მატჩში მე-16 ნომრად განთესილ რუსებს, ბელოვ-დაინოვს სძლიეს - 21:17, 21:16.

გეორ-გიას მორიგი მეტოქე მსოფლიოს პირველი ნომერი ამერიკული დუეტი როჯერს-დალჰაუზერია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული