წარუმატებელი სტარტი

AutoSharing Option
იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული წყვილები საქა-რთველო და გეორ-გია წარუმატებლად ასპარეზობენ.

ქალთა შეჯიბრებაში საქა-რთველო წილისყრამ D ჯგუფში გაანაწილა. ჩვენმა ფრენბურთელებმა, რომელბიც 28-ე ნომრად არიან განაწილებული, პირველი შეხვედრა ნაკლებად ცნობილ, 45-ე ნომრად განთესილი ნორვეგიულ დუეტ მაასეიდე-ინგრიდთან წააგეს ორ სეტში - 19:21, 16:21.

მეორე მატჩში მეტოქე ბევრად ძლიერი იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი ჰოლანდიური დუეტი კეიზერი-ვან იზრაელი, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი. საქა-რთველომ ჰოლანდიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ორ სეტში დამარცხდა - 19:21, 19:21.

დღეს, 15 ივნისს ჩვენი დუეტი ჯგუფური ტურნირის ბოლო
მატჩს 21-ე ნომრად გამწესებულ ფინელ დებ ნისტრიომებთან გამართავს.
ორი მატჩიდან ერთი მოიგო და ერთიც წააგო გეორ-გიამ. არადა, ჩვენმა ვაჟებმა, რომლებიც 31-ე ნომრად არიან განთესილი, ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს. მათ პირველ თამაშში 42-ე ნომრად განთესილი ავსტრალიელები ბოემი-კაპა ორ სეტში დაამარცხეს - 21:16, 21:14.

მეორე შეხვედრაში გოერ-გიამ ვერაფერი გააწყო მე-18 ნომერ ბრაზილიურ დუეტ ტიაგო-ჰარლისთან - 0:2 (13:21, 19:21). დღეს, 15 ივნისს ჩვენი ფრენბურთელები ჯგუფის ფავორიტს, მეშვიდე ნომრად განთესილ ამერიკულ დუეტ ფურბინგერ-ლუცენას ეთამაშებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული