პლაჟის ფრენბურთელები რომში მიემგზავრებიან

AutoSharing Option
13-19 ივნისს რომში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი პლაჟის ფრენბურთში. ჩატარდა კენჭისყრა და გაირკვა ჩვენი ნაკრებების მეტოქეები.

ქალთა ნაკრები მოხვდა D ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები არიან მსოფლიო ბოლო 2 ტურის გამარჯვებული ჰოლანდიური წყვილი კაიზერ-ვან იერსელი, ფინელი დები ნინსტრომები და ნორვეგიელები მასეიდე-ინგრიდი. ვაჟთა ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში არიან აშშ-ს, ბრაზილიისა და ავსტრალიის ნაკრები გუნდები.

"ჩვენს გუნდებს საკმაოდ თანაბარ ჯგუფში მოუწევთ გამოსვლა. ვფიქრობ, რომ როგორც ქალთა, ისე ვაჟთა ნაკრები თავს გაართმევს ამოცანას და გავა ქვეჯგუფიდან. ჩვენ რაც შეიძლება კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ
რომში, ვინაიდან ეს ტურნირი ლონდონის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა და საკმაოდ მაღალი ქულები თამაშდება.

ორივე ნაკრები ასვე მონაწილეობას მიიღებს დიდი სლემის გათამაშებაში, რომელიც ბეიჯინგში 6-11 ივნისს გაიმართება. იმედი მაქვს, რომ ქართული მასმედია დიდ ყურადღებას დაუთმობს მსოფლიო ჩემპიონატს, რაც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს გულშემატკივართა ინტერესს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს სპორტის ამ ლამაზი სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში." - განაცხადა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.

ფრენბურთის ფედერაციის პრესსამახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული