ავტოსპორტი: პატარა შუმახერის მეორე პოდიუმი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საინტერესო მოვლენები მოხდა ფორმულა 4-ის საავტომობილო სერიაში. "რედ ბულის" ტექნიკური დირექტორის ედრიან ნიუის ვაჟმა - ჰარისონ ნიუიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა ბრიტანულ ფორმულა 4-ში.

17 წლის პილოტი პირველი მივიდა ფინიშთან დონინგტონის ტრასაზე. მან პოულიდან აიღო სტარტი და მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობდა. წარმატებული უქმეების წყალობით (პირველ რბოლაში ტრიუმფის შემდეგ, უმცროსმა ნიუიმ მესამე ადგილი დაიკავა მესამე რბოლაში), ინგლისელი მეორე ადგილზე გადავიდა გენერალურ კლასიფიკაციაში.

გერმანიაში ოშერსლებენის ტრასაზე კი გერმანული ფორმულა 4-ის მორიგი ეტაპი გაიმართა და აქ თავი გამოიჩინა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა
- მიკ შუმახერმა. მან უქმეების მეორე რბოლაში მესამე ადგილი დაკავა და პოდიუმზე ავიდა.

უმცროსი შუმახერისთვის ეს მეორე წარმატებაა ჩემპიონატში მას შემდეგ, რაც სეზონის სტარტზე, იმავე ოშერსლებენის ტრასაზე სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია. საერთო ჩათვლაში მიკ შუმახერი მე-11 ადგილზეა, დებიუტანტებს შორის - მესამე პოზიციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული