ავტოსპორტი ოლიმპიადაზე? ეს რეალურია

AutoSharing Option
გერმანული ვებგვერდი F1-Insider წერს იმის შესახებ, რომ ავტოსპორტი, შესაძლოა, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანონ. ამ საკითხით დაკავებულია ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დღეს კი ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს წევრი ლარს ოსტერლინდი.

იმის გამო, რომ 2013 წელს, საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან სრულფასოვანი აღიარება მოიპოვა, ფედერაციას უფლება აქვს მოითხოვოს ავტოსპორტის ამა თუ იმ სახეობის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანა.

როგორც ჩანს, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია აპირებს ოლიმპიური კომიტეტის ყურადღება მიაპყროს ფორმულა E-ს, რადგან ელექტრომობილებით რბოლაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი ერთნაირი მანქანებით ასპარეზობას ითვალისწინებს. თუ ავტოსპორტს შეიტანენ ოლიმპიურ
პროგრამაში, პირველი რბოლა, შესაძლოა, ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადაზე გაიმართოს. ამ იდეას მხარს უჭერს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ჟაკ ვილნევი.

"მაშინვე დავთანხმდებოდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ სხვებიც ასევე ფიქრობენ. ამაში შეუძლებელი არაფერია. 30 წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ საუკეთესო ჩოგბურთელები ოლიმპიადაზე გამოვიდოდნენ? დღეს კი ჩოგბურთი სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდა, რომლის გარეშეც ზაფხულის თამაშები წარმოუდგენელია", - განაცხადა კანადელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული