ფორმულა 4: პატარა შუმის პირველი მოგება

AutoSharing Option
მიკ შუმახერმა, რომელიც შაბათს გერმანული ფორმულა 4-ის სერიის პირველი ეტაპის საუკეთესო ახალბედად აღიარეს, უკვე კვირას პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამისთვის მას სამი ცდა დასჭირდა:

შაბათს მეცხრე მივიდა ფინიშთან; კვირას, დილის რბოლაში მე-12 იყო, ბოლოს კი გამარჯვებაც იზეიმა.

ოშერსლებენის ტრასაზე ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა პირველი რიგიდან აიღო სტარტი და მალე ლიდერი გახდა - გაუსწრო პოულის მფლობელ ავსტრიელს, ტომას პრაინინგს. ამის შემდეგ მიკმა ყველა შეტევა მოიგერია და პირველი მივიდა ფინიშთან. მისთვის ხელი არ შეუშლია ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლასაც. მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიელმა ჯოი
მოუსონმა, რომელიც უმცროსი შუმახერის პარტნიორია გუნდ Van Amersfoort Racing-ში.

"რბოლის მოგება - უბრალოდ, დაუჯერებელია, - განაცხადა ფინიშის შემდეგ მიკ შუმახერმა. - ბედნიერი ვარ და სიტყვების პოვნა მიჭირს. სეზონის პირველი ეტაპისთვის ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა".

ოშერსლებენის უქმეების შედეგებით მიკი მეხუთე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული