ფორმულა 4: მიკ შუმახერმა ავარიით დაიწყო

AutoSharing Option
15 წლის მიკ შუმახერი გერმანიაში, "ლაუზიცის" ტრასაზე საათში 160 კილომეტრი სიჩქარისას ვერ გაუმკლავდა მანქანის მართვას.

გერმანული პრესის ცნობით, ავარია სერიოზული არ ყოფილა. მანქანა ტრასის მიღმა გაჩერდა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ვაჟი ტრავმებს გადაურჩა.

უმცროს შუმახერს აპრილის ბოლოს, საჯინიბო Van Amersfoort Racing-ის მანქანით ექნება დებიუტი ფორმულა 4-ში. მანამდე კი ის ახალ ამპლუაში ტესტებში მონაწილეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული