ცოლი თუ დაქირავებული მკვლელი?

AutoSharing Option
ამერიკული NASCAR-ის სერიის მრბოლელმა კურტ ბუშმა სასამართლოში განაცხადა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული პატრიკის დრისკოლი დაქირავებული მკვლელია, რომელიც საიდუმლო მისიებს ასრულებდა მთელ მსოფლიოში.

ბუშმა ეს განცხადება დრისკოლის მოთხოვნით აღძრული საქმის განხილვაზე გააკეთა. ქალს სურს, ავტომრბოლელს აუკრძალონ მასთან კონტაქტი. პილოტის თქმით, პატრისია მას უჩვენებდა ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილულ სხეულებს და აღიარებდა, რომ თავად გახლავთ დაქირავებული ქილერი.

"თქვენ შეიძლება გიჟი მიწოდოთ, მაგრამ მე მასთან ვცხოვრობდი და კარგად ვხედავი მისი ცხოვრების დაფარულ მხარეს", - აღნიშნა ბუშმა.

ასევე, სპორტსმენმა განაცხადა, რომ დრისკოლი ერთ-ერთი ქალია, რომელიც მაგალითი
გახდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის პორტრეტის შესადგენად, რომელიც ფილმ "ნომერ პირველი მიზნის" მთავარი გმირი უნდა გამხდარიყო.

თავად დრისკოლმა უარყო ბუშის განცხადება. მისი სიტყვებით, პილოტმა მოიგონა ქილერის შესახებ ისტორია, როცა ფილმის სცენარი წაიკითხა.

ბუში და დრისკოლი 2014 წლის შემოდგომაზე დაშორდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით, ქალმა დაადანაშაულა ავტომრბოლელი თავდასხმაში და მას სასამართლოში უჩივლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული