ავტომოტოსპორტის უქმეების ანონსი

AutoSharing Option
ავტომოტოსპორტის მოყვარულებს წინ ძალიან საინტერესო უქმეები ელით. ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი - ბრიტანეთის გრანპრი ერთ-ერთ ყველაზე ჩქაროსნულ ტრასაზე გაიმართება.

სილვერსტოუნში გამარჯვებაზე ნებისმიერი ბრიტანელი პილოტი ოცნებობს, მაგრამ ლუის ჰემილტონისა და ჯენსონ ბატონის ამოცანას ის ართულებს, რომ სებასტიან ფეტელი ვალენსიაში განცდილი დასანანი მარცხის გამო მეტად მოტივირებული იქნება, ფერნანდო ალონსო კი სეზონში ორი გამარჯვების შემდეგ მესამე ტრიუმფზეც არ იტყვის უარს.

* * *
გერმანული "ზახსენრინგი" კი მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპს უმასპინძლებს.

წინა ეტაპზე ხორხე ლორენსოს გავარდნა იმას ნიშნავს, რომ მასსა და კეისი
სტოუნერს შორის პირველობისთვის ბრძოლა თავიდან იწყება...

ფორმულა 1
ბრიტანეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სილვერსტოუნი, ბრიტანეთი
წრის სიგრძე - 5 891 მ
საუკეთესო წრე - 1:30,874 (ალონსო, 2010)

საერთო ჩათვლა
1. ალონსო (ფერარი) - 111
2. უებერი (რედ ბული) - 91
3. ჰემილტონი (მაკლარენი) - 88
4. ფეტელი (რედ ბული) - 85
5. როსბერგი (მერსედესი) - 75
6. რაიკონენი (ლოტუსი) - 73
7. გროსჟანი (ლოტუსი) - 53
8. ბატონი (მაკლარენი) - 49

განრიგი
6 ივლისი, 13:00 - I პრაქტიკა
6 ივლისი, 17:00 - II პრაქტიკა
7 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
7 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
8 ივლისი, 16:00 - რბოლა

მოტოგრანპრი
გერმანიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - ზახსენრინგი, გერმანია
წრის სიგრძე - 3 671 მ
საუკეთესო წრე - 1:21,846 (პედროსა, 2011)

საერთო ჩათვლა
1. ლორენსო (იამაჰა) - 140
2. სტოუნერი (ჰონდა) - 140
3. პედროსა (ჰონდა) - 121
4. კრატჩლოუ (იამაჰა) - 77
5. დოვიციოზო (ჰონდა) - 76
6. როსი (დუკატი) - 61
7. ჰეიდენი (დუკატი) - 59
8. ბაუტისტა (ჰონდა) - 58

განრიგი
6 ივლისი, 12:10 - I პრაქტიკა
6 ივლისი, 16:10 - II პრაქტიკა
7 ივლისი, 12:10 - III პრაქტიკა
7 ივლისი, 15:55 - კვალიფიკაცია
8 ივლისი, 15:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოში საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას pormula 1 არადა მაგარი სანახაობაა დასანანია რო არ აფასებენ
shota
18:45 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული