მოტოგრანპრი: ნიკი ჰეიდენი გარდაიცვალა

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ნიკი ჰეიდენი ტრავმებისგან გარდაიცვალა, რომელიც 17 მაისს, მომხდარი ინციდენტისას მიიღო. ნიკი მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობდა რიმინის ახლოს, როცა მანქანა დაეჯახა.

ამერიკელი სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში თავისა და გულმკერდის სერიოზული ტრავმებით. 35 წლის მრბოლელის მდგომარეობა არასტაბილური იყო, რის გამოც, შეუძლებელი იყო ოპერაციის ჩატარება, რომელიც დააგდებდა წნევას თავის ქალაში.

უქმეების განმავლობაში, ჰეიდენი ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩებოდა, გუშინ, 22 მაისს, მოტომრბოლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

კარიერის განმავლობაში, ნიკიმ მოტოგრანპრიში 217 ეტაპი (2003-17) ჩაატარა და 2006 წელს, "ჰონდას" მოტოციკლით
ვალენტინო როსისთან ბრძოლაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2011 წელს, მოტოგრანპრიში კარიერის დასრულების შემდეგ, ჰეიდენი სუპერბაიკის სერიაში გადავიდა. 2017 წელს, ხუთი რბოლის შემდეგ, ამერიკელი მე-13 ადგილზე იყო საერთო ჩათვლაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული