რალი: "ტოიოტას" დაბრუნება

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - შვედეთის რალი გაიმართა, რომელმაც, ერთგვარად, ისტორიული შედეგი დააფიქსირა - 1999 წლის შემდეგ პირველად, რალის ჩემპიონატის ეტაპი მოიგო "ტოიოტამ".

ამ მარკის მანქანით გამარჯვება მოიპოვა ფინელმა იარი-მატი ლატვალამ, რომელმაც ლიდერობა Hyundai-ის პილოტს ტიერი ნოივილს ჩამოართვა. ამ უკანასკნელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შაბათს, ავარიაში მოხვედრა.

"ეს უბრალოდ დაუჯერებელია, - თქვა ფინიშის შემდეგ ლატვალამ, რომელმაც კარიერაში მეოთხედ მოიგო შვედეთის რალი. - ახალი გუნდი, ახალი მანქანა, მეორე რალი და გამარჯვება. სიტყვები არ მყოფნის. ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის".

საბოლოო ოქმში
ლატვალამ ესტონელ ოტ ტანაკს ("ფორდ ფიესტა") 29 წამი მოუგო. მესამეზე გავიდა 59-წამიანი ჩამორჩენით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ოჟიე.

ლატვალამ საერთო ჩათვლაშიც მოიპოვა პირველი ადგილი - მას 48 ქულა აქვს და ოთხი ქულით უსწრებს ოჟიეს. 33 ქულით მესამეა ტანაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული