ფორმულა 1: მთლიანად წითელი ფერარი

AutoSharing Option
"ფერარი" შეცვლის თავისი ბოლიდის შეფერილობას 2017 წლის სეზონისთვის, კერძოდ, იტალიელები უარს იტყვიან თეთრ ზოლზე.

ასეთ შემთხვევაში, "სკუდერია" დაუბრუნდება მთლიანად წითელ ბოლიდს. მანქანის შეფერილობაში დატანილ თეთრ ზოლს მარანელოში წარუმატებლობის ნიშნად მიიჩნევენ, - იტყობინება Motorsport.

გარდა ამისა, "ფერარი" ამზადებს ძრავის მნიშვნელოვან ცვლილებას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 2017 წელს, მისი სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას გადააჭარბებს. ასევე შეიცვლება გადაცემათა კოლოფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული