ფორმულა 1: ძველი ფორმატი ახალს ჯობია

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია და ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი დათანხმდნენ გუნდების მოთხოვნას და დააბრუნებენ კვალიფიკაციის ძველ ფორმატს. გადაწყვეტილება ჩინეთის გრანპრიდან შევა ძალაში. ძველი ფორმატი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სეზონიდან კვალიფიკაციის ფორმატი შეიცვალა. ხანგრძლივობა იგივე დარჩა - 60 წუთი და სამი სეგმენტი, მაგრამ განსხვავები იმაში იყო, რომ ყველაზე ცუდი დროის მქონე პილოტები, რომლებიც მათთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში ვერ ასწრებდნენ პოზიციის გაუმჯობესებას, ეთიშებოდნენ კვალიფიკაციას უშუალოდ სესიის მსვლელობისას და არა სეგმენტის დასრულების შემდეგ.

ავსტრალიის გრანპრის კვალიფიკაციის შემდეგ, ახალ
ფორმატს მკაცრი კრიტიკით შეხვდნენ გუნდები, პილოტები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები, რადგან საკვალიფიკაციო რბოლის სანახაობრივი მხარე არ ამაღლებულა.

ჩინეთის გრანპრი 15-17 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული