ფორმულა 1. ტესტები: ჰემილტონმა მეორე დღე წააგო

AutoSharing Option
ბარსელონაში, წინასასეზონო ტესტების მეორე დღეს საუკეთესო დრო აჩვენა "უილიამსის" ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა. სკანდინავიელმა ჯამში 108 წრე დაფარა და "სუპერსოფტის" საბურავებით 1.23,261 დააფიქსირა.

ამჯერად, მეორე ადგილს დასჯერდა "მერსედესი". ლუის ჰემილტონი უკმაყოფილო დარჩა ტესტების მეორე დღით: ჯერერთი, 0.361 წამი წააგო ბოტასთან, გარდა ამისა, ნახევარი წამით უარესი დრო აჩვენა თანაგუნდელი ნიკო როსბერგის წინა დღის შედეგთან შედარებით.

დღის მეორე ნახევარში ჰემილტონი როსბერგმა შეცვალა და გერმანელმა სრული სარბოლო დისტანცია გაიარა, რითაც დაამტკიცა "მერსედესის" ძრავის საიმედოობა. ნიკოს მუშაობა სწორედ ამ მხრივ იყო მიმართული, ამიტომაც, მხოლოდ
მეცხრე დრო აჩვენა.

წარუმატებელი იყო დღე "მაკლარენისთვის". მიუხედავად იმისა, რომ ჯენსონ ბატონმა 122 წრის გავლა მოახერხა, მან თითქმის ორი წამი წააგო ლიდერთან.

პრობლემები ვერ აიცილეს თავიდან იმ გუნდებმა, რომლებიც "ფერარის" ძრავას იყენებენ: ესტებან გუტიერესმა მხოლოდ ერთი წრის გავლა შეძლო, რომლის დროსაც ტურბინას პრობლემები შეექმნა და "ჰაასმა" ვადაზე ადრე შეწყვიტა სატესტო დღე.

მარკუს ერიქსონმა "ზაუბერით" 55 წრე გაიარა, რაც ასევე დაბალი მაჩვენებელია. სესიის ბოლოს, შვედმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და ტრასიდან გადავარდა, რის გამოც, ვარჯიში გარკვეული ხნით შეწყდა.

დღის მეოთხე დრო ჰქონდა სებასტიან ფეტელს. მან "მედიუმის" საბურვებით 1.24,611 აჩვენა. გერმანელმა 151 წრე გაიარა, რაც ცუდი შედეგი არ არის "ფერარისთვის" იმის გათვალისწინებით, რომ ჭორების თანახმად, "სკუდერიას" ძალისმიერ აგრეგატს პრობლემები აქვს.
ტესტების მეორე დღეს, ყველაზე დიდი მანძილი კარლოს საინსმა დაფარა - 166 წრე.

II დღე
1. ბოტასი (უილიამსი) 1.23,261 (108 წრე)
2. ჰემილტონი (მერსედესი) +0,361 (73)
3. მაგნუსენი (რენო) +0,672 (126)
4. ფეტელი (ფერარი) +1,350 (151)
5. ბატონი (მაკლარენი) +1,922 (121)
6. რიკარდო (რედ ბული) +1,974 (135)
7. საინსი (ტორო როსო) +2,039 (166)
8. პერესი (ფორს ინდია) +2,332 (128)
9. როსბერგი (მერსედესი) +3,037 (91)
10. ვერლიაინი (მანორი) +3,803 (79)
11. ერიქსონი (ზაუბერი) +4,226 (55)
12. გუტიერესი (ჰაასი) - (1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული