ფორმულა 1: ახალი კვალიფიკაციით

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა ერთხმად უყარეს კენჭი 2016 წლის სეზონში კვალიფიკაციის ფორმატის შეცვლას. ეს მოხდა ჟენევაში სტრატეგიული ჯგუფისა და ფორმულა 1-ის კომისიის შეხვედრაზე და გადაწყვეტილება ემსახურება სარბოლო უქმეების სანახაობრივი მხარის ამაღლებას.

კვალიფიკაცია სამ სეგმენტად დაიყოფა და ერთი საათი გაგრძელდება, თუმცა პილოტები ბრძოლას გამოეთიშებიან არა მხოლოდ თითოეული სეგმენტის ბოლოს, არამედ მათი მსვლელობის დროსაც.

პირველი სეგმენტი 16 წუთი გაგრძელდება და სტარტიდან შვიდი წუთი ბრძოლის შემდეგ, გამოსვლას შეწყვეტს ყველაზე ნელი ტემპის მქონე პილოტი. ამის შემდეგ, ყოველი წუთნახევრის ინტერვალით, ბრძოლას ჩამოაშორებენ ყველაზე
ცუდი დროის მქონე მრბოლელს.

მცირე პაუზის შემდეგ, დაიწყება მეორე სეგმენტი - ბრძოლაში 15 პილოტი ჩაებმება. კვალიფიკაციის ამ ნაწილში ყველაზე ნელი პილოტი გაირკვევა სტარტიდან ექვს წუთში და ის შეწყვეტს გამოსვლას. ამის შემდეგ, ყოველ 90 წამში კვალიფიკაციას დატოვებენ პილოტები, სანამ მათი რაოდენობა რვა მრბოლელამდე არ შემცირდება.

მესამე სეგმენტში უსუსტესი ასრულებს რბოლას დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ. შემდეგი ხუთი პილოტი გამოვარდება 90-წამიანი ინტერვალით, სანამ არ დარჩება ორი პილოტი და სწორედ ისინი გაითამაშებენ პოულ-პოზიციას იმავე 90 წამში.

კვალიფიკაციის ახალი ფორმატის ძალაში შესვლისთვის აუცილებელია, რომ მას მხარი დაუჭიროს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭომ, რომლის სხდომა 4 მარტს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული