ფორმულა 1: დიდ ცირკში ჩინური გუნდი მოდის

AutoSharing Option
მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში გუნდების რაოდენობა, შესაძლოა, 11-მდე გაიზარდოს. როგორც გერმანული Auto Motor und Sport წერს, ჩინურ კომპანიას სურს შექმნას საჯინიბო, რომლის ბაზაც დიდ ბრიტანეთში იქნება. ამასთან, ფორმულა 1-ის სპორტულ დირექტორს როს ბრაუნს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

"ბოლო თვეების განმავლობაში, ათეულობით კანდიდატთან გვქონდა კავშირი, - აღნიშნა ბრაუნმა. - მაგრამ ყველა მათგანს ერთი პირობა აქვს: შეიცვალოს ფორმულა 1-ში შემოსავლების განაწილების სისტემა. თუმცა, მოქმედი კონტრაქტები 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში".

შეგახსენებთ, რომ "მანორის" წასვლის შემდეგ, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას ერთი თავისუფალი ლიცენზია აქვს. მისი
ღირებულებაა - 20 მილიონი დოლარი. ამასთან, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური გარანტიები, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს გუნდის გამოსვლას ჩემპიონატში.

* * *
2014 წლიდან მოყოლებული, "უილიამსის" მანქანებზე "მერსედესის" ძრავებია დამონტაჟებული და ამ დროის განმავლობაში, ბრიტანულმა საჯინიბომ კარგ შედეგებს მიაღწია. მაგრამ, გაჩნდა ჭორები, რომ მომდევნო სეზონში "უილიამსი" მიიღებს "ჰონდას" საქარხნო გუნდის სტატუსს, - ამის შესახებ წერს შვეიცარიული გაზეთი Blick.

ადრე "უილიამსი" თანამშრომლობდა "ჰონდასთან" და ასეთმა ტანდემმა 80-იან წლებში ერთ-ერთი ლიდერის როლი მოუტანა ბრიტანულ გუნდს: მან 1983-87 წლებში 24 რბოლა მოიგო, ხოლო ბრაზილიელი ნელსონ პიკე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1987 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული