ფორმულა 1: "ფორს ინდია" უპატრონოდაა

AutoSharing Option
ინდური საჯინიბო "ფორს ინდიას" მფლობელი ვიჯეი მალია ლონდონში დააპატიმრეს - წერს სააგენტო AP.

ინდოელ ბიზნესმენს ბრალს დებენ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. მალია დღეს წარსდგება ლონდონის სასამართლოს წინაშე, რომელმაც, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება მისი ინდოეთში ექსტრადიციის შესახებ.

ინდოეთის მთავრობამ მალიაზე ძებნა 8 თებერვალს გამოაცხადა. ადგილობრივი ბანკები სასამართლოს ძალით ცდილობენ ბიზნესმენისგან ვალების დაბრუნებას, რომელიც 1.45 მილიარდ დოლარს უტოლდება.

მალიამ, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, 2007 წელს, ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად შეიძინა "ფორმულა 1-ის გუნდი "სპაიკერი", რომელსაც 2008 წელს დაარქვა ახალი სახელი - "ფორს ინდია".

გასულ წელს, გუნდმა თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა კონსტრუქტორთა თასზე, როცა მეოთხე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული