ფოტო-NEWS: ბიანკის სახელობის ქუჩა

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიხსნა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის ჟილ ბიანკის სახელობის ქუჩა.

ნიცაში დაბადებული ბიანკი 2014 წელს, იაპონიის გრანპრიზე ავარიაში მოხვდა და მოგვიანებით, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ცერემონიას ესწრებოდა პილოტის მამა - ფილიპ ბიანკი.

ქუჩა საფეხბურთო სტადიონის Allianz Riviera-სთან ახლოსაა, კამილ მუფას სახელობის ქუჩის გვერდით. მუფა ნიცას კიდევ ერთი სახელოვანი სპორტსმენია, რომელიც 2012 წელს გახდა ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონი და 2015 წლის მარტში, 25 წლის ასაკში დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული