სოჭი 2014: ინფარქტი წაგების შემდეგ

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ "ვაშინგტონ კეპიტალზის" პრესატაშემ, მაიკ ვოგელმა ჟურნალისტებს აცნობა კლუბის ვარსკვლავის, ალექსანდრ ოვეჩკინის ოჯახში წარმოქმნილ სერიოზულ პრობლემებზე.

რუსეთისა და ფინეთის მეოთხედფინალური მატჩის (1:3) შემდეგ ინფარქტით საავადმყოფოში მოათავსეს რუსი ფორვარდის მამა მიხაილ ოვეჩკინი. მას სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა უფროსი ოვეჩკინის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სწორედ ამ მიზეზით არ გაფრინდა ოვეჩკინი ამერიკაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება ფორვარდი "ვაშინგტონს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული