ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

AutoSharing Option
ველოფესტივალი Bike Fest-ი ქართული ველოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებაა.

წელს ფესტივალი დაარსებიდან უკვე მესამედ ტარდება და 15 ოქტომბერს მონაწილეობის მსურველებსა და გულშემატკივრებს, ტრადიციულად, ვაკის პარკში ეპატიჟება.

Bike Fest 2017 აერთიანებს შეჯიბრს ექსტრემალური ველოსპორტის სახეობა Downhill-სა და Cross Country-ში, ველოთამაშებს, სერვისის ე.წ. მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენასა და სხვა გასართობ აქტივობებს. ფესტივალის უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს ველოკულტურის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ველორბოლა მოიცავს ორი კატეგორიის შეჯიბრს - Down Hill, სწრაფი დაშვება და Cross Country, სამთო რბოლა. ორივე კატეგორის შეჯიბრი გაიმართება კუს
ტბის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ბილიკის შესახებ დეტალების ნახვა ფესტივალის Facebook-ის გვერდზეა შესაძლებელი. ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ბილიკის დაზიანება, წინასწარ შესწავლა და ა.შ.

ველოთამაშები – სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები ველომოყვარულებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულები და გამორჩეულად აქტიური მონაწილეები, ტრადიციულად, დაჯილდოვდებიან.

Service Lab - მექანიკოსების ერთგვარი მასტერკლასი სპეციალურად Bike Fest-ისათვის. პროფესიონალების მომსახურება და რჩევები სრულიად უსასყიდლოდ ნებისმიერი მსურველისათვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ებისმიერ შეკითხვაზე გასცემენ პასუხს.

ველოსიპედების, ნაწილების, აქსესუარებისა და ეკიპირების გამოფენა – 2017 წლის ველოინდუსტრიის ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა: GHOST, KONA, AUTHOR, SR SUNTOUR, CANE CREEK, SAPIM, KORE, SPANK, FIVE TEN , 100%, BNB RACK, MITAS და MAXXIS-ის ახალი, 2017 წლის კოლექციის ჩვენება Bike Fest-ის სტუმრებისათვის. GHOST-ის ყველასთვის ცნობილი მოდელების გატესტვის შესაძლებლობა ნებისმიერი მსურველისათვის სრულიად უსასყიდლოდ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ყველაფრის გარდა, ფესტივალი გთავაზობთ სხვა მრავალ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზს, რომლის ნახვა უკვე 15 ოქტომბერს ვაკის პარკში იქნება შესაძლებელი. ყველას, ვისაც სურს ჯანსაღ, სასიამოვნო და მხიარულ გარემოში დროის გატარება, Bike Fest 2017 ნებისმიერი ასაკის ადამიანს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

ღონისძიების მედიაპარტნიორია "მედია პალიტრა".

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული