სხვა

ველოსპორტი

ვუელტას ველომარათონი კრის ფრუმმა მოიგო

AutoSharing Option
ესპანეთში დასრულდა ამ სეზონის მესამე ყველაზე პრესტიჟული ველომარათონი - "ვუელტა".

ბოლო, 21-ე ეტაპი იტალიელმა მატეო ტრენტინმა მოიგო, გენერალურ კლასიფიკაციაში კი წლევანდელი "ტურ დე ფრანსის" ტრიუმფატორმა კრის ფრუმმა გაიმარჯვა. ბრიტანელმა მეორე ადგილზე გასულ იტალიელს, ვინჩენცო ნიბალის 2 წუთითა და 15 წამით გაუსწრო.

წლევანდელი "ვუელტას" შემდეგ კარიერა დაასრულა ლეგენდარულმა ესპანელმა ალბერტო კონტადორმა. მან ერთი ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. კარიერაში ესპანელს მოგებული აქვს სამივე "გრანდ-ტური" - "ვუელტა" (სამჯერ), "ტურ დე ფრანსი" (ორჯერ) და "ჯირო დ'იტალია" (ორჯერ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები: