საქართველოს სროლის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს სროლის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი. ის დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ ვადამდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს პრეზიდენტად, რაკი კონკურენტიც არ ჰყავდა.

ყრილობამ პირველ ვიცე-პრეზიდენტად ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპოიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული, 19-გზის მსოფლიოს რეკორდსმენი და 8 ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე აირჩია, ვიცე-პრეზიდენტებად - ჯანი მიხაილოვი და კახა სიხარულიძე.

აგრეთვე - 11-კაციანი პრეზიდიუმი, ოღონდ ყრილობის ასარჩევი მხოლოდ 7 მათგანი იყო, რადგან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები ავტომატურად შედიან მმართველ ორგანოში. გენერალურ მდივანს მოგვიანებით დანიშნავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული