საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ბარსელონაში 2018 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

ცნობილი გახდა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე.

კენჭისყრას ბარსელონაში საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რეზო ჩომახიძე და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა დაესწრნენ.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში გერმანიასთან, უნგრეთსა და იტალიასთან ერთად მოხვდა. პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები უნგრეთთან გამართავს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბარსელონაში წელს 14-დან 28 ივლისამდე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული