საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის თასზე ითამაშებს

AutoSharing Option
ბელორუსში დამთავრდა წყალბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი ოთხი გუნდის მონაწილეობით. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით მონაწილეობდა, რადგან ნაკრების რამდენიმე წევრმა უცხოურ კლუბებთან გააფორმა კონტრაქტები.

ყოველივეს მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა ბელორუსის საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს რუსეთის ნაკრებთან (8:19), დანარჩენი ორი ორთაბრძოლა ლიტვასა (21:5) და მასპინძლებთან (11:10) მოიგეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

"საქართველოს ნაკრები ახალი შეჯიბრებისთვის ემზადება, - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ. - ჩვენმა კომიტეტმა წლეულს, ივლისში მიიღო დადგენილება წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის ევროპის თასის დაწესების შესახებ.
სადებიუტო შეჯიბრებაში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული