შესაძლოა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშოს

AutoSharing Option
საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ გვითხრა, რომ შესაძლოა, ეროვნული ნაკრების წევრებმა რომელიმე კლუბის სახელით უნგრეთის ჩემპიონატზე მიიღონ მონაწილეობა:

"მოგეხსენებათ, ლეგიონერების გარდა, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრებს მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის მოსამზადებლად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ გვინდა, ნაკრების წევრებმა, თუნდაც რომელიმე კლუბის სახელწოდებით, უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშონ.

საამისოდ საქართველოს სპორტის სამინისტრო დახმარებას გვპირდება. იქაურ პირველ ლიგაში ასპარეზობა, ალბათ, გაგვიჭირდება, მეორე ლიგა კი, სადაც 20 გუნდი გამოდის (ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში ოთხ გუნდს ძლივს ვუყრით თავს), სრულიად მისაღებია.

უნგრეთში ვიზიტისას, ქვეყნის სახელმწიფო
მინისტრი ტუნდე საბო ამ საკითხს დადებითად გამოეხმაურა და დახმარება აღგვითქვა - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თქვენს წინადადებას ჩვენს სამინისტროში განვიხილავთ და ვეცდებით, დადებითად გადავწყვიტოთო.

რამდენიმე დღეში პასუხს შეგვატყობინებენ", - განაცხადა დავით რურუამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული