სათხილამურო რბოლაში ოლიმპიურ ჩემპიონს 2018 წლის ოლიმპიადაზე არ უშვებენ

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ სათხილამურო რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონის ტერეზა იოჰაუგის სასჯელი გაამკაცრა - დისკვალიფიკაციის ვადა 18 თვემდე გაზარდა, რაც ნორვეგიელს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის საშუალებას არ მისცემს, - წერია სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე.

2016 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიელის დოპინგ-ტესტმა კლოსტებოლზე დადებითი შედეგი აჩვენა. იოჰაუგის გუნდის მტკიცებით, აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში ტუჩების დამცავი ბალზამიდან მოხვდა.

თებერვლის დასაწყისში, ნორვეგიის სათხილამურო ფედერაციამ ტერეზას 13-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ ეს სასჯელი არასაკმარისად მიიჩნია და სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს დისკვალიფიკაციის გაზრდის მოთხოვნით მიმართა.

იოჰაუგი - 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, შვიდჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ორჯერ ფლობდა მსოფლიოს თასს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული