ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
ქართველ დიდოსტატ ბაადურ ჯობავას (2702) მსოფლიოს თასის გათამაშებებში არაერთხელ უცდია ძალები, მაგრამ მესამე რაუნდს არ გასცილებია. თბილისში კი მან ეს ბარიერი დაძლია და მე-4 წრეში მსოფლიო კლასიფიკაციით მერვე ადგილზე მყოფ ვესლი სოს (აშშ, 2792) დაუპირისპირდა.

როგორც ვწერდით, ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა. უძლიერესის გამოსავლენად გუშინ ტაიბრეიკი დაინიშნა. პირველი 25-წუთიანი პარტია თეთრებით სომ 66-ე სვლაზე მოიგო, მეორეში 41-ე სვლაზე დაუზავდა ქართველ მეტოქეს, მატჩში გაიმარჯვა 2.5:1.5 და მეოთხედფინალში გავიდა.

გუშინ კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა: ტაიბრეიკებში პიოტრ სვიდლერმა (რუსეთი, 2756) ბუ სიანჭს (ჩინეთი,
2714) მოუგო 3:1. დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დასრულდა: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2804)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2788) 3.5:2.5, რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი, 2675)-ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2694) 2.5:1.5, მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი, 2695)-ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი, 2731) 1:3.

წინა დღის სამი ორთაბრძოლის ანგარიშები ასეთია: ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2727)-ანიშ გირი (ჰოლანდია, 2777) 1.5:0.5, დანიილ დუბოვი (რუსეთი, 2666)-ლევონ არონიანი (სომხეთი, 2802) 0.5:1.5, დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2771)-ვან ჩაო (ჩინეთი, 2701) 1.5:0.5.

1/4-ფინალი: სვიდლერი-ვაშიე-ლაგრავი; ივანჩუკი-არონიანი; სო-ფედოსეევი; რაპორტი-დინ ლიჟენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული