ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური

AutoSharing Option
12 სექტემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის გათამაშების მე-4 წრის პირველი ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებით ეთამაშებოდა ვესლი სოს (აშშ), რომელიც მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში შედის. 39-ე სვლამდე მეტოქეებმა უპირატესობას ვერ მიაღწიეს და დაზავდნენ.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: ბუ სიანჭი (ჩინეთი)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი), დანიილ დუბოვი (რუსეთი)-ლევონ არონიანი (სომხეთი), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი)-ევგენი ნაიერი (რუსეთი), ვან ჰაო (ჩინეთი)-დინ ლიჟენი (ჩინეთი).

ვასილი ივანჩუკმა (უკრაინა) ქართველების სიძე (დიდოსტატ სოფიკო გურამიშვილის მეუღლე) ანიშ გირი (ჰოლანდია) დაამარცხა, ხოლო ვლადიმირ ფედოსეევმა
(რუსეთი) მაქსიმ როდშტეინს (ისრაელი) გააჩერებინა საათი.

დღეს, 13 სექტემბერს, საპასუხო პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული