რუსმა ტანმოვარჯიშემ შესაძლოა საქართველოს სახელით იასპარეზოს

AutoSharing Option
tass.ru-ს ინფორმაციით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პრიზიორმა ტანმოვარჯიშემ, 20 წლის ალა სოსნიცკაიამ შესაძლოა, მოქალაქეობა შეიცვალოს და საქართველოს სახელით გამოვიდეს.

სოსნიცკაიამ სპორტულ ტანვარჯიშში ბრინჯაოს მედალი გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. ახლა კი იგი განიხილავს მოქალაქეობის შეცვლის პერსპექტივას. რუსულ მედიას ეს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბესო გამსახურდიამ დაუდასტურა.

"სოსნიცკაიამ ჯერ კიდევ ივლისში იასპარეზა საქართველოს სახელით ბათუმის ტურნირზე, მაგრამ ჯერ "ტრანსფერი" განხორციელებული არ არის. თავად სპორტსმენი ფიქრობს. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით", - განაცხადა გამსახურდიამ.

საკითხი თბილისის საერთაშორისო ტურნირის წინ უნდა გადაწყდეს,
რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ჯერ კიდევ 2016 წელს სოსნიცკაია რუსეთის ნაკრებში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული