ჩერლიდინგის ფედერაციის ორგანიზებით ტურნირი ჩერლიდინგსა და ცეკვის თანამედროვე სახეობებში გაიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჩერლიდინგსა და ცეკვის თანამედროვე სახეობებში.

მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანმა სკოლებმა და კლუბებმა, ასევე, საბერძნეთის, უკრაინის, სომხეთის, ბულგარეთის ნაკრებებმა.
ასაკობრივი კატეგორიები:

ბავშვები 5-15 წლ.

უფროსები 15-25 წლ.

დაჯილდოვდნენ როგორც ჯგუფები, ასევე დუეტები და სოლოები.

გამარჯვებულებიდან შეირჩევიან ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები, რომლებიც 2 ივლისს იტალიაში გაემგზავრებიან .

ტურნირი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული