ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ბუქარესტი მასპინძლობდა, საქართველოს ნაკრებმა 10 წონითი კატეგორიიდან ხუთში მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც.

ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო გამოდგა 67 კილოგრამ წონითი კატეგორია - დიეგო ჩხიკვაძემ, რომელიც რუმინეთის დედაქალაქს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია, ოქროს მედალი მოიპოვა. მომავალმა ჩემპიონმა ფინალში თურქი მუსტაფა ილდირიმი დაამარცხა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდათ გიორგი შოთაძეს (63 კგ) და გიორგი ცოფურაშვილს (130 კგ). შოთაძე ფინალში ფინელ ტინო ტაპიოსთან დამარცხდა, ცოფურაშვილი კი - უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკისთან.

მესამე ადგილი
დაიკავეს გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) და საბა მამალაძემ (82 კგ).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერში პირველები უნდა ვიყოთ!
ლაშა
12:17 17-03-2023
0

სიახლეები პოპულარული