დაუშვებელია სხვისი შრომის მითვისება! - როგორ ვიგებთ ევროპულ სტანდარტებს...

AutoSharing Option
დღეს საქართველოში ადამიანთა უმრავლესობა გეტყვის, რომ მათ სურთ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ, იქაური კანონის უზენაესობა დაინერგოს, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ და შესაძლოა, ნაკლებად ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა როლი აქვს ამაში თითოეულ მათგანს.

არცერთი სფერო არ გვაძლევს უფლებას, დაუსაბუთებლად და არგუმენტების გარეშე ისეთი რამ გავავრცელოთ, სხვის რეპუტაციას საფრთხე შევუქმნათ. აქ მხოლოდ პოლიტიკოსებს ნუ მოვიაზრებთ, ეს შესაძლოა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის შემთხვევაში ასე იყოს. თუმცა, დიდი შანსია, "იოლად გახვიდე", აქ ხომ სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას ბევრი არ ეცდება.

კიდევ ერთი საკითხი "საავტორო და მომიჯნავე
უფლებებს" ეხება. არ შეიძლება სხვისი შემოქმედება, შრომა, გამოგონება თუ უბრალოდ, მოსაზრება მიითვისო. ჟურნალისტიკაში ბევრი იცავს თამაშის წესებს, ყველას ერთ ქვაბში არავინ ხარშავს, თუმცა რა ვუყოთ იმას, რომ სხვანაირადაც აზროვნებენ და მოქმედებენ.

ეს წერილი კონკრეტულ შემთხვევას არ უკავშირდება, უფრო დაგროვილი ამბავია, რომლის თქმასაც ამ რაღაც ფსევდოკოლეგიალურობის გამო ყველა ერიდება და მათ შორის, შენც. თუმცა არ მესმის, შენი კოლეგა რატომაა ის, ვინც საერთო მორალისა და წესების წინააღმდეგ მიდის, ვინც ობიექტურობას კარგავს - ასეთი როცა თავად არ ხარ, შესაბამისად, კოლეგა როგორაა?! პატივისცემას იმსახურებს ყველა, ვინც სწორად იქცევა, პროფესიის, განათლების და სტატუსის მიუხედავად. ანალოგიურად, ვინც ამას არ იმსახურებს, მისი "წოდებები" ნაკლებად საინტერესოა.

Sportall.ge ნამდვილად პირუთვნელად იცავს საავტორო უფლებებს, ყველგან ვუთითებთ წყაროს და არასდროს გვიცდია სხვისი ნაშრომის მითვისება. რა ხდება ჩვენთან მიმართებით? უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მაგალითად, ჩვენ მიერ საინტერესო და აქტუალურ თემაზე მომზადებული ინტერვიუს მნიშვნელოვან ეპიზოდებს ამოჭრიან, გაავრცელებენ, "ქარდებს" დაამზადებენ, "დატვიტავენ", რეიტინგს აიმაღლებენ და თითქოს შენ არც არსებობ, თითქოს მის გამოქვეყნებას წინ რამდენიმესაათიანი შრომა არ უძღოდა - რესპონდენტთან შეთანხმება, ჩაწერა, დამუშავება... უფრო დიდი დაცინვაა, ამ "მოპარულ" პოსტს ფოტო დაადო და მისი წყარო მიუთითო, აქაოდა, ეგ ამბავი არ გვეშლებაო...

განა ახლა მეტის დაწერა არ შეგვიძლია? განა ჩვენ გვაკლდება რამე თქვენი ასეთი ქმედებებით? უბრალოდ, საკმარისია - ასე სად აპირებთ გაფრენას?! თქვენი მისაბაძი კოლეგები ასე იქცევიან?!
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟურნალისტიკა თანდათან უფსკრულს უახლოვდებადა ამ მხრივ არც ქართული ჟურნალისტიკაა გამონაკლისი.
შოდა
16:45 14-12-2022
0
ალილუია!
გუგა
10:21 14-12-2022
2

სიახლეები პოპულარული