სხვა

სხვადასხვა

ალექსანდრე წივწივაძე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ალექსანდრე წივწივაძე უნგრეთის ქალაქ სევედუში 18 წლამდე იუნიორებს შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

საქართველოს ნაკრებმა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში მე-19 ადგილიდან მე-8-ზე გადაინაცვლა.

წივწივაძე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქართველმა 2 თვის წინ ქალაქ ბელგრადში 18 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა.