საქართველო World Run-ს (მსოფლიო რბენა) უერთდება

AutoSharing Option
Wings for Life World Run-ი, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, სტარტს 8 მაისს, 15:00 საათზე, მეცხრედ აიღებს. საქართველო გარბენს აპლიკაციით უერთდება. რეგისტრაციის საფასური, 8 ევროს ეკვივალენტი ლარში, ისევ სრულად გადაირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევებისთვის.

Wings for Life World Run-ი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

Wings for Life World Run-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store / Google Play-დან. მონაწილე თავად ირჩევს, სად და ვისთან ერთად ირბენს: შეუერთდება აპლიკაციით რბენის ღონისძიებას
"დინამო არენაზე" თუ ირბენს მარტო, მის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე, ოჯახის წევრებთან ან კოლეგებთან ერთად.

Wings for Life World Run-ის აპლიკაცია და რბენის დღის აუდიოგამოცდილება ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. მომღერალი და ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე აპლიკაციით გარბენის მოტივატორია, ტელეწამყვანმა მირიან ჯეჯელავამ კი მთავარი ანტაგონისტი, ვირტუალური ფინიშის მანქანა გაახმოვანა.

მრავალფეროვანი სტარტი: მონაწილეობა ყველას შეუძლია


მსოფლიო რბენის სტარტი სხვა ყველა ღონისძიებისგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ამ დღეს მხარდამხარ დარბიან, დადიან და ეტლით გადაადგილდებიან სრულწლოვანი დამწყები და პროფესიონალი სპორტსმენები, მსოფლიო რბენის გულშემატკივრები.

უნიკალური ფორმატი:
ვირტუალური ფინიშის მანქანა, როგორც ფინიშის ხაზი. მონაწილეები სირბილს თუ ეტლით გადაადგილებას ერთსა და იმავე დროს იწყებენ. ზუსტად 30 წუთში კი ვირტუალური ფინიშის მანქანა მათ მიერ გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება. მორბენლისთვის/ეტლით მოსარგებლისთვის რბენა მაშინ სრულდება, როცა მათ ფინიშის მანქანა დაეწევა.

ადგილმდებარეობის არჩევანი: ნებისმიერ ადგილას, ერთსა და იმავე დროს. აპლიკაციით რბენის ღონისძიება "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ირბენენ მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩები, კორპორაციული გუნდები და ინდივიდუალურად დარეგისტრირებული მორბენლები. მათ, ვისაც მარტო ან მეგობრებთან ერთად სირბილი ურჩევნია, შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სასურველი ადგილი.

მსოფლიო რბენაზე რეგისტრაცია 8 მაისამდე გრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს Wings for Life World Run-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული