პუტინის გამო ლატვიელი სპორტსმენი გვარს გამოიცვლის

AutoSharing Option
ცნობილმა ლატვიელმა მოციგავემ, კრისტენს პუტინსმა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო გვარის გამოცვლა გადაწყვიტა. მას არ უნდა, სამხედრო დამნაშავე ვლადიმირ პუტინთან ასოცირდებოდეს.

"მხოლოდ ფორმალობების შეთანხმება დარჩა. ჩემი პოზიცია იმასთანაა დაკავშირებული, რომ არ მინდა ჩემი ან ჩემი შვილების გვარი მომავალში სამხედრო დამნაშავესთან ასოცირდებოდეს. ახლა ოკუპაცია მიმდინარეობს. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ეს სერიოზული დანაშაულია, რომელსაც მე მხარს არ ვუჭერ. ომის ევროპაში დაწყება დაუშვებელია.

როდესაც იმ დონეს მივაღწიე, რომ ჟურნალისტებმა ჩემზე წერა დაიწყეს, ეტყობა არ ეგონათ, რომ პუტინსი ჩემი ნამდვილი გვარია. უკრაინელებისგან განსხვავებით, რუსები, რა
თქმა უნდა, პატივისცემით მეპყრობოდნენ", - ციტირებს პუტინსს delfi.lv.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული