პუტინს სტადიონიდან ხალხი გაეპარა - მისი შემდეგი სამიზნე საქართველოა?

AutoSharing Option
მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე, რომელიც ყირიმის დაბრუნების მე-8 წლისთავს მიეძღვნა, 203 ათასი ადამიანი მივიდა, რომელთაგან 95 ათასზე მეტი სტადიონზე იყო, დანარჩენი კი მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამდენი ადამიანი 2018 წელს ჩატარებულ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზეც კი არ ყოფილა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ღონისძიებაზე უმეტესობა თავისი ნებით არ მისულა, ვინაიდან ხალხი ორგანიზაციებიდან და სასწავლებლებიდან მიიყვანეს, მათი ნაწილი ხელმძღვანელობას დაენახა, დააფიქსირა, რომ იქ იმყოფებოდა და მაშინვე წავიდა, - ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" იტყობინება. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც საბჭოთა კავშირისას,
როდესაც დემონსტრაციებზე ხალხი გაჰყავდათ.

გამოცემის ცნობით, არენაზე ყველა მსურველი არ შეუშვეს, ხოლო ვინც შეუშვეს, ჩანთები ჩამოართვეს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნები დაცარიელდა და ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვასა და ტელეარხ ТНТ-ის დირექტორ თინა კანდელაკის მგზნებარე გამოსვლას ფაქტიურად აღარავინ აღარ უსმენდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში პუტინს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ ომის დაწყებიდან 14 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და თუ პუტინი ომის დასრულებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოლაპარაკებას არ დაიწყებს, რუსეთი დამანგრეველ დანაკარგებს მიიღებს და წამოდგომისთვის რამდენიმე თაობაც არ ეყოფა.

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბლეკპულში ჩატარებულ კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი რუსეთში პოტენციური რევოლუციის გამო სრულ პანიკაშია, მაგრამ თუ გაიმარჯვა, მისი შემდეგი სამიზნეები შეიძლება საქართველო და მოლდოვა გახდნენ, ასეთი სცენარი კი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე მთელ რეგიონში, ასევე ევროპაში დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არაა, ეს რა თქმა უნდა, ასე არაა  და მიმდინარე მოვლენები სპორტზე დიდ გავლენას ახდენს - შეგახსენებთ, უკრაინაში ინტერვენციის გამო ფიფამ და უეფამ ყველა რუსულ ნაკრებსა და კლუბს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აუკრძალა და საერთოდ, რუსული სპორტი სრულ იზოლაციაში მოექცა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ანუ პუწი სომხის ქალების იმედზეღა იყო?
0
ვის ვის და საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ გვიკვირს მიტინგებზე და არჩევნებზე ხალხის ძალით გაყვანა! მთავრობას არა აქ მნიშვნელობა, ერთმანეთზე უარესები არიან ამ შემთხვევაში!
ბათუმი
21:55 20-03-2022
0

სიახლეები პოპულარული